უკვე ონლაინ ვართ სატესტო რეჟიმში! ვებგვერდის გაუმჯობესება გრძელდება

ლუქსიუმი Web3 ბანკინგის სიმპოზიუმზე 2.0 ლუგანოში

ლუქსიუმის დამფუძნებელი, გიორგი გაგნიძე დაესწრო Web3 ბანკინგის სიმპოზიუმს 2.0, რომელიც გაიმართა 2025 წლის 27 მარტს, ლუგანოში, შვეიცარია, Palazzo dei Congressi-ში და ორგანიზებული იყო Crypto Valley Association-ის მიერ.

სიმპოზიუმი აერთიანებდა ტრადიციული ბანკების, კრიპტო ბანკებისა და ციფრული აქტივების მომსახურების მიმწოდებლების ლიდერებს, სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, რათა განეხილათ როგორ ხდება Web3 და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ინტეგრაცია საბანკო სფეროში.

მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: დეცენტრალიზებული ფინანსები, აქტივების ტოკენიზაცია და გადახდის სისტემების ევოლუცია.

ამ ღონისძიებაში მონაწილეობა ხაზს უსვამს ლუქსიუმის მიზანს — დარჩეს ფინანსური ინოვაციის წინა ხაზზე და განავითაროს კავშირები გლობალურ ბლოკჩეინ ეკოსისტემასთან.



#ლუქსიუმი #ბიტკოინი #დეცენტრალიზებული #კრიპტოველი #შვეიცარია 

ლუქსიუმი Web3 ბანკინგის სიმპოზიუმზე 2.0 ლუგანოში